უკვე მეორე დღეა პარალიზებულია სამუშაოები რუსთავი-თბილისის ავტო-მაგისტრალზე.
სამშენებლო ტერიტორიაზე შეკრებილები კომპანიის თანამშრომლებს და მძიმე ტექნიკას გადაადგილების და სამუშაოს გაგრძელების საშუალებას არ აძლევენ. მოსახლეობა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სახლებიდან გასახლებას ითხოვს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათი საცხოვრებელი ბინები ავარიულია და მიმდინარე სამუშაოები მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.