ვითარება „ანას ბაღთან“

ამ დროისთვის „ანას ბაღის“ ტერიტორიაზე სიმშვიდეა. ადგილობრივები, რომელიც მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ, კარავში რჩებიან. სამშენებლო ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა შეყვანილია, თუმცა, მუშაობა არ განახლებულა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ სამუშაოები, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში განახლდება. ადგილობრივი მოსახლეობა სამოქმედო გეგმას საზოგადოებას უახლოეს პერიოდში გააცნობს.