ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად დაზარალებულები დამნაშავეების დასჯას ითხოვენ. აქციას ისინი მთავარ პროკურატურასთან მართავენ. დაზარალებულების განცხადებით, შემთხვევიდან თითქმის 2 წელია გასული, მაგრამ ხელისუფლება სათანადო რეაგირებას არ ახდენს, რაც მათ ეჭვს უჩენს, რომ დამნაშავეების მფარველობა ხდება.
აქციის დროს ერთ-ერთმა დაზარალებულმა თავის დაწვა სცადა, მაგრამ პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.