„ცენტრ პოინტის“ დაზარალებულების საპროტესტო აქცია

სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულებმა, ბიძინა ივანიშვილის სახლთან, საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ივანიშვილს შვიდი წლის წინ მიცემული დანაპირების შესრულებასა და მათი პრობლემის გადაჭრას სთხოვენ.

როგორც დაზარალებულები აცხადებენ, „ცენტრ პოინტს“ მათი პრობლემის გადასაწყვეტად, საკმარისი რესურსი აქვს. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას შუამავალ სამშენებლო კომპანიასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავენ.

 

დატოვე კომენტარი