საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს საპარლამენტო მუდმივმოქმედ დელეგაციებში კვოტების რაოდენობას განსაზღვრავენ. ამის შემდეგ კი, საგარეო საქმეთა კომიტეტი, კონსულტაციების შედეგად გაწერს, რომელ დელეგაციაში რომელი პარლამენტარი იქნება წარმოდგენილი.

ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია მმართველ გუნდს მათთვის განსაზღვრული კვოტების შემცირებაში ადანაშაულებს. კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, ცვლილებები ახალმა კონფიგურაციამ, ფრაქციებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების რაოდენობის გაზრდამ გამოიწვია. დელეგაციების ახალ შემადგენლობას საშემოდგომო სესიის ბოლო დღეს, პარასკევს, რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცებენ.