საკანონმდებლო ინიციატივა

გაერთიანებული ოპოზიცია, „ძალა ერთობაშია“ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის 200 ათასი ხელმოწერის შეგროვებას იწყებს.

შესაბამისი ბლანკები მათ საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დღეს გადასცა. ოპოზიციური პარტიები ითხოვენ, რომ კონსტიტუციით აიკრძალოს ქვეყანაში მარიხუანისა და სხვა ნარკოტიკული საშუალებების კულტივირება, წარმოება და გადამუშავება. ოპოზიციური ერთობის მოთხოვნა ითვალისწინებს, რომ კონსტიტუციის 37-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მუხლი: „დაუშვებელია ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების და პრეკურსორების წარმოების მიზნით კანაფის ან სხვა მცენარის კულტივირება, დათესვა-მოყვანა, გადამუშავება,შენახვა-გადაზიდვა, გადაგზავნა და გასაღება. აგრეთვე ასეთი საქმიანობოს ლიცენზირება“.