საპროცედურო საკითხთა კომიტეტი

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა პარლამენტის ახალ წევრებად გიორგი ჩაკვეტაძის, თენგიზ შარმანაშვილის, მერაბ ქვარაიას, სალომე ქურასბედიანისა და ირაკლი კირცხალიას უფლებამოსილების ცნობის საკითხს. საკითხის პლენარულ სხდომაზე მხარდაჭერის შემდეგ, პარტიის საარჩევნო სიით გათვალისწინებული წევრები საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტიდან წასული, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხუთი დეპუტატის ადგილმონაცვლედ შევლენ.