საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატორების ხელმოწერების ნამდვილობა შეამოწმა.

კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე 93 დეპუტატის ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურეს. სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატი ხათუნა გოგორიშვილი დაინტერესდა, რატომ არ უჭერს ცვლილებებს მხარს „ქართული ოცნების“ რვა მაჟორიტარი დეპუტატი. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა მიიღო. უმრავლესობაში იმედოვნებენ, რომ ცვლილებებს მაღალი მხარდაჭერა ექნება. საუბარია იმ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომლის მიხედვით, საქართველოში პროპორციული სისტემა ნულოვანი ბარიერის პირობებში 2020 წელს ამოქმედდება.