საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დღეს საქართველოს პარლამენტის წევრის, ლევან ვარშალომიძისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განხილა და გადაწყვეტილება მიიღო. კომიტეტის წევრებმა კენჭისყრით გადაწყვიტეს, რომ ვარშალომიძეს არასაპატიო მიზეზით სხდომების გაცდენის გამო, დეპუტატის უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს. ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, სულ პარლამენტში 2022 წლის საგაზაფხულო სესიის 26 მორიგი სხდომა ჩატარდა და ლევან ვარშალომიძემ 26-ვე გააცდინა. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის გადაწყვეტილება პარლამენტის ბიუროს ეცნობება, რის შემდეგაც განსახილველად პირველივე სხდომაზე გავა.