ლევან ვარშალომიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი

პარლამენტში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ შეიძლება კიდევ ერთი დეპუტატის გარეშე დარჩეს. საპროცედურო კომიტეტი სავარაუდოდ ხვალინდელ სხდომაზე იმსჯელებს ლევან ვარშალომიძისთვის მანდატის ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხზე. არგუმენტი დეპუტატის მიერ არასაპატიო მიზეზით პლენარული სხდომების გაცდენის რაოდენობაა. იმ შემთხვევაში, თუ ლევან ვარშალომიძეს მანდატი შეუწყდება, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში მის ადგილმონაცვლეს ვერ შეიყვანს. პარტიას საარჩევნო სია ჩახსნილი აქვს. პარტიას საკანონმდებლო ორგანოში არ ჰყავს არც ნიკა მელიას და არც ზაალ უდუმაშვილის ადგილმონაცვლეები.