საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების რეგისტრაცია გრძელდება.
რეგისტრაციის გასავლელად საჭიროა, პირი იმყოფებოდეს საკონსულო აღრიცხვაზე ან კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრირებული იყოს საცხოვრებელ მისამართზე.
აღრიცხვა ონლაინრეჟიმში, სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ვებგვერდზეა შესაძლებელი. ამისათვის, საქართველოს მოქალაქის ვადიანი პირადობის მოწმობა ან პასპორტია საჭირო.