მიმდინარე წლიდან საქართველოს რამდენიმე ათეულ საჯარო სკოლაში მოვლა-პატრონობის სისტემის პილოტირება განხორციელდება.
საჯარო სკოლების მოვლა-პატრონობის უნიფიცირებული და მოქნილი სისტემა სკოლებს შესაძლებლობას მისცემს, დროული რეაგირება მოახდინონ და ყველა საჭირო ღონისძიება გაატარონ უსაფრთხო და მიმზიდველი სასწავლო გარემოს უზრუნველსაყოფად. პროექტი საქართველოს მთავრობისა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მხრიდან ფინანსდება და მისი ბიუჯეტი 5 მილიონი აშშ დოლარია.