საპენსიო რეფორმაში მთავრობას შესაძლოა ცვლილებების შეტანა მოუხდეს.
დაგროვებით პენსიაზე გადასვლის გეგმას დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე აცნობს. თუმცა დაანონსებული მასშტაბური რეფორმის მიმართ ოპოზიციასთან ერთად შენიშვნები მმართველ გუნდსაც აქვს. მთავრობის საკანონმდებლო პაკეტმა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის მხარდაჭერა ვერ მიიღო. ახლა ჯანდაცვის კომიტეტის ჯერია, რომლის დასკვნას სესიაზე გატანამდე განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება.