რამდენიმეწლიანი ლოდინის შემდეგ უკვე პარლამენტშია კანონპროექტი, რომელმაც მთავრობის აზრით, მოქალაქეების ღირსეული სიბერე უნდა უზრუნველყოს. გეგმის მიხედვით, წლის ბოლოსთვის დაგროვებითი საპენსიო სისტემა ძალაში შევა. რეფორმის აღსრულებაში სამი რგოლი იქნება ჩართული – ანუ დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო, რომლებიც ყოველთვიურად მოქალაქის დაუბეგრავი შემოსავლის 2-2 %-ს საპენსიო ფონდში ჩარიცხავენ.
რეფორმას მხარდამჭერებთან ერთად მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. კითხვები იმ შესაძლო რისკებს ეხება, რომლებიც დაგროვებული პენსიის საიმედოდ შენახვას უკავშირდება.
მარიამ სეთურიძე არკვევდა, ვინ, როდის და რა ფორმით ჩაერთვება საპენსიო რეფორმაში.