„საპენსიო დანაზოგებს მართავს კვალიფიციური და დამოუკიდებელი საინვესტიციო საბჭო, მას ზედამხედველობს და რეგულირებას უწევს ეროვნული ბანკი“, – ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა, გოგა მელიქიძემ განაცხადა. საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლებმა დღეს ეროვნულ ბანკში შეხვედრა გამართეს. მიქელაძემ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პროცესებსა და იმ სამ პორტფელზე ისაუბრა, რომელშიც ჯერ ავტომატურად გადანაწილდნენ დამზოგველები, ხოლო 6 სექტემბრამდე აქვთ უფლება, თავად მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელ საინვესტიციო პორტფელში დააბანდებენ თავიანთ საპენსიო დანაზოგს. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, ნიკოლოზ გაგუას განმარტებით, იმის რისკი, რომ სქემის მონაწილემ თანხა დაკარგოს, არ არსებობს. გაგუა არწმუნებს მოსახლეობას, რომ პროცესები, რომლითაც ეროვნული ბანკის მხრიდან საპენსიო აქტივების ზედამხედველობა იმართება, წარმატებულ საერთაშორისო პრაქტიკებზეა აგებული.