საპენსიო დანაზოგების განთავსების სქემა

რამდენად დაცულია მოქალაქეების საპენსიო დანაზოგი და რა გარანტია არსებობს რომ დაგროვილი თანხა არ დაიკარგება? ეს კითხვა საპენსიო სააგენტოს დაარსების დღიდან აქტუალური. თუმცა 6 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც მოქალაქეებს საშუალება აქვთ თავად გადაწყვიტონ რამდენად რისკიან პორტფელში სურთ საკუთარი დანაზოგის დაბანდება,  საზოგადოებაში კიდევ უფრო ბევრი კითხვა გაჩნდა. განმარტებები დღეს სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა გააკეთა. გოგა მელიქიძის განცხადებით, იმის გარანტი, რომ მოქალაქეთა თანხები არ დაიკარგება, არის კანონი და ასევე ეროვნული ბანკი, რომელიც პროცესს ზედამხედველობს. რაც შეეხება დაგროვილი საპენსიო დანაზოგების დაბალ, საშუალო და მაღალრისკიან პორტფელებში განთავსებას, სპეციალისტების შეფასებით, რისკები ამ შემთხვევაშიც დაზღვეულია, მიზანი კი მოქალაქეების დანაზოგზე მეტი სარგებლის დარიცხვაა. ბოლო მონაცემებით, დაგროვებითი პენსიით 4,800-ზე მეტმა პირმა ისარგებლა, ხოლო პენსიის სახით გაცემული თანხა 12 მილიონ 300 ათას ლარს აღემატება.