საპატრულო პოლიციის განცხადება

დაგეგმილი აქციის გამო, ქალაქის ქუჩების ნაწილი გადაკეტილია. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ პირადი ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან, რადგან მოსალოდნელია საავტომობილო გზის გადატვირთვა. გარკვეული პერიოდით შეიცვალა ტრანსპორტის გადაადგილების სქემაც. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და ტრანსპორტის უსაფრთხოდ მოძრაობის უზრუნველყოფის მიზნით ღონისძიების ადგილზე და მიმდებარე ტერიტორიებზე მობილიზებული იქნება საპატრულო პოლიცია. შეზღუდვა დღეს შეკრების დასრულებამდე იმოქმედებს – მოძრაობა ღონისძიების დასრულებისთანავე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.