საპატრიარქოს წმინდა სინოდის სხდომის ოქმს სახალხო დამცველი გამოეხმაურა
საპატრიარქოს წმინდა სინოდის სხდომის ოქმს, რომელიც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის წინააღმდეგია, გამოეხმაურა ომბუდსმენიც.
ნინო ლომჯარიას განცხადებით, ქვეყანაში რეპრესიული ნარკოპოლიტიკა გვაქვს და ნარკომომხმარებლების შემცირებას ვერ მივაღწიეთ, რადგან სისტემური გადახედვაა საჭირო.