საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას პოლიტიკურ სპექტრში გამოხმაურებები მოჰყვა. ოპოზიციაში განცხადების იმ ნაწილზე ამახვილებენ ყურადღებას, სადაც სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეებზეა საუბარი და ამბობენ, რომ ამ დაპირისპირებამდე ხალხი საკუთარი გადაწყვეტილებებით ქვეყნის ხელისუფლებას მიჰყავს.
მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ კონკრეტული დაინტერესებული პოლიტიკური ჯგუფები საზოგადოებაში სიძულვილის დათესვასა და ეკლესიის დისკრედიტაციას ცდილობს.