საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი მეორე დღეა გრძელდება დიდ ბრიტანეთში. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები მაღალი რანგის შეხვედრებს მართავენ როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. უკვე გამართეს შეხვედრები ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში და სამეფო ინსტიტუტის მკვლევრებთან. დღეს კი მონაწილეობას ენერგო უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებენ.