სენატორ მაკკეინის დაკრძალვას საქართველოს პარლამენტის დელეგაცია დაესწრება

სენატორ ჯონ მაკკეინის დაკრძალვას საქართველოს პარლამენტის დელეგაცია დაესწრება. შეერთებულ შტატებში პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი და უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე გაემგზავრებიან. დელეგაციის შემადგენლობის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს ოპოზიცია. პოლიტიკოსები მიიჩნევენ რომ საქართველოს მეგობარი სენატორის დაკრძალვაზე ოფიციალურ დელეგაციაში პრეზიდენტი და ხელისუფლების პირველი პირები უნდა იყვნენ. Aამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი 25 აგვისტოს 81 წლის ასაკში გარდაიცვალა, მას 2 სექტემბერს დაკრძალავენ.