იაპონიაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი გრძელდება

იაპონიაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი გრძელდება. ტოკიოში შეხვედრები დილიდან მიმდინარეობს. ქართველი დეპუტატები უკვე შეხვდნენ იაპონელ ბიზნესმენებს. მათ შორის კომპანიების – „აიტოჩუსა“ და „ტეპკოს“ ხელმძღვანელ პირებს. შეხვედრების შემდეგ აღინიშნა, რომ იაპონელი ბიზნესმენები დაინტერესებული არიან საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით ენერგეტიკის სფეროში.