პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი იაპონიაში

იაპონიაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი გრძელდება. ტოკიოში დღეს დილიდან მიმდინარეობს შეხვედრები. დისკუსიის თემა საქართველოს ოკუპაცია, დეოკუპაციის პოლიტიკის მხარდაჭერა, საქართველოში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობა და ეკონომიკური საკითხებია. ქართველი დეპუტატები შეხვდნენ იაპონელ ბიზნესმენებსაც. შეხვედრების შემდეგ აღინიშნა, რომ იაპონელი ბიზნესმენები დაინტერესებული არიან საქართველოში ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციების განხორციელებით.