პირველი მემარცხენე პრემიერი ბოლო 20 წლის განმავლობაში, მეორე ადგილზე გასული ნაციონალისტური პარტია და რეკორდული რაოდენობის ქალი დეპუტატი, – ასეთი შედეგით დასრულდა ფინეთში საპარლამენტო არჩევნები. გამარჯვებული „სოციალ-დემოკრატიული“ პარტიის ლიდერი მომავალ პოლიტიკურ პარტნიორებზე ჯერ არ საუბრობს.
შესაბამისად, ამ ეტაპზე უცნობია, რომელ პარტიასთან აპირებს პირველ ადგილზე გასული პოლიტიკური ძალა კოალიციის ჩამოყალიბებას.
ცნობილია მხოლოდ ის, რომ პარტნიორებს შორის ულტრამემარჯვენე ძალა არ იქნება.