საპარლამენტო არჩევნები ფინეთში

ფინეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება. „ფრანს პრესი“ წერს, რომ პრემიერ-მინისტრ სანა მარინის მთავრობამ შესაძლოა, პოზიციების ვერ შეინარჩუნოს. სოციოლოგიური კვლევები მიუთითებს, რომ არჩევნების შედეგად, ფინეთის ხელისუფლებაში შესაძლოა, მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე ძალები მივიდნენ. აღსანიშნავია, რომ ნაციონალისტი ევრო-სკეპტიკოსების პარტიის „ნამდვილი ფინელების“ ლიდერი გამარჯვების შემთხვევაში საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას აპირებს და გრძელვადიან პერსპექტივაში ფინეთის ევროკავშირიდან გაყვანის საკითხსაც განიხილავს. არჩევნებში ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ფინეთის მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტია არჩევნებში მესამე ადგილს იკავებს. საარჩევნო უბნები ფინეთში ადგილობრივი დროით 20 საათზე დაიხურება, რის შემდეგაც, არჩევნების წინასწარი შედეგები გამოქვეყნდება.