საპარლამენტო არჩევნები გერმანიაში

გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 8 საათზე გაიხსნა და 18 საათისთვის დაიხურება. არჩევნებში შვიდი პარტია და დამოუკიდებელი კანდიდატები მონაწილეობენ.  წინასწარი გამოკითხვის მიხედვით, ხმათა 25%-ით ლიდერობს მემარცხენე-ცენტრისტული, „სოციალ-დემოკრატიული“ პარტია, მას  ანგელა მერკელის „ქრისტიან-დემოკრატიული“ და  „ქრისტიან-სოციალისტური“ კავშირი მოსდევს 22%-ით.  ამ არჩევნებით სრულდება ანგელა მერკელის კანცლერობის 16 წლიანი პერიოდიც.