გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 8 საათზე გაიხსნა და 18 საათისთვის დაიხურება. არჩევნებში შვიდი პარტია და დამოუკიდებელი კანდიდატები მონაწილეობენ. წინასწარი გამოკითხვის მიხედვით, ხმათა 25%-ით ლიდერობს მემარცხენე-ცენტრისტული, „სოციალ-დემოკრატიული“ პარტია, მას ანგელა მერკელის „ქრისტიან-დემოკრატიული“ და „ქრისტიან-სოციალისტური“ კავშირი მოსდევს 22%-ით. ამ არჩევნებით სრულდება ანგელა მერკელის კანცლერობის 16 წლიანი პერიოდიც.