საომარი მოქმედებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 

მთიანი ყარაბაღის გარშემო კონფლიქტის მხარეთა რიტორიკა იცვლება. სომხეთის პრემიერი მოლაპარაკებების რესურსს ვეღარ ხედავს. ოფიციალური ბაქო კი ცეცხლის შეწყვეტის პირობად სადავო ტერიტორიიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების გაყვანას ითხოვს და რეგიონის დასახლებების ნაწილს გათავისუფლებულად აცხადებს.

საერთაშორისო საზოგადოება ახლა მთელ იმედებს 23 ოქტომბერს დაგეგმილ შეხვედრაზე ამყარებს. ცეცხლის შეწყვეტის ორჯერ გაფორმებული, თუმცა დღემდე არშესრულებული შეთანხმებების ფონზე, სომხეთისა და აზერბაიჯანის პირველი დიპლომატები მოსკოვის შემდეგ, ერთმანეთს ამჯერად ვაშინგტონში შეხვდებიან.