რუსეთის მორიგი მასირებული თავდასხმა უკრაინაზე. ამჯერად რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აღარ მალავენ, რომ მათი სამიზნე უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო. რუსეთის რაკეტებმა და დრონებმა უკრაინის 15 რეგიონში სხვადასხვა ობიექტები დააზიანეს, არის მსხვერპლიც. მასშტაბურ თავდასხმას გმობენ უკრაინის მოკავშირეები, ოფიციალური კიევი კი ისევ მოუწოდებს დასავლელ პარტნიორებს მისცეს უფლება უკრაინელ სამხედროებს შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღება, რუსეთის შიგნით გამოიყენონ. „უოლ სთრით ჯორნალის“ ცნობით, აშშ-ის ხელისუფლებას კვლავაც აქვს კითხვები უკრაინის მიერ კურსკში წამოწყებულ ოპერაციაზე, პენტაგონში აინტერესებთ, შეძლებენ თუ არა უკრაინელები რუსეთის ტერიტორიაზე მათ მიერ დაკავებული ტერიტორიის გაფართოებას და რამდენ ხანს მოახერხებენ მის კონტროლს – ლევან ახალაია გიამბობთ.