საოკუპაციო რეჟიმმა გატაცებულები გაათავისუფლა

დათა ვანიშვილის შვილიშვილი და რძალი, რომელიც საოკუპაციო ძალებმა ორი კვირის წინ დააკავეს, გათავისუფლებულები არიან. ახალგაზრდა წყვილი ოკუპირებულ ცხინვალში საკარანტინო ვადის გასვლის შემდეგ გამოუშვეს. დაკავებულების ოჯახს გათავისუფლების სანაცვლოდ ჯარიმა არ გადაუხდიათ. ამჟამად წყვილი დათა ვანიშვილის სახლში ოკუპანტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.