საოკუპაციო რეჟიმი უკანონო ბორდერიზაციის განაგრძობს. რუსმა სამხედროებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოში საოკუპაციო ხაზთან ხნულები გაავლეს. ახალი ხნულები ოკუპირებულ ნაწილში, მავთულხლართებიდან რამდენიმე ათეულ მეტრშია გავლებული. საკორინთლომდე ხნულენი რუსმა სამხედროებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანთანაც გაავლეს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში საოკუპაციო რეჟიმს სამუშაოები გააქტიურებული აქვს. ყველა უკანონო ქმედებასთან დაკავშირებით გააქტიურებულია ევროკავშირის ცხელი ხაზი, ინფორმირებული არიან ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები.