საოკუპაციო რეჟიმის მორიგი პროვოკაცია. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შეინიშნება. სწორედ ეს იქნება ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც ქართული მხარე დღეს ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 95-ე შეხვედრაზე დააყენებს.
განსახილველ თემებს შორის იქნება ასევე მცოცავი ოკუპაცია, გუგუტიანთკარში განვითარებული მოვლენები და საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან უკანონო დაკავებები.