საოკუპაციო რეჟიმის მორიგი პროვოკაცია

საოკუპაციო რეჟიმის მორიგი პროვოკაცია. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შეინიშნება.  სწორედ ეს იქნება ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც ქართული მხარე დღეს ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 95-ე შეხვედრაზე დააყენებს.

განსახილველ თემებს  შორის იქნება ასევე მცოცავი ოკუპაცია,  გუგუტიანთკარში განვითარებული მოვლენები და საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან უკანონო დაკავებები.