საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული რამაზ ბეღელური თავისუფალია

ორთვიანი პატიმრობის შემდეგ, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიაანთკარის მცხოვრები რამაზ ბეღელური გათავისუფლდა. ის ე.წ. სასამართლო პროცესის შემდეგ გაათავისუფლეს და ქართველ სამართალდამცველებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს. ბეღელური რუსმა სამხედროებმა 2 თებერვალს, ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით მესამედ დააკავეს. ნინო ფისძე თემის დეტალებით.

მოამბე