რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავის მკვიდრი, 23 წლის გიორგი კეფაშვილი, ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს.
სუს-ს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმირებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებული იყო ცხელი ხაზი.
გიორგი კეფაშვილი ე. წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით ჰყავდათ დაკავებული.