უკანონო ნაგავსაყრელები გორის მუნიციპალიტეტში

უკანონო ნაგავსაყრელების პრობლემა გორის მუნიციპალიტეტში.

სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენები დიდი რაოდენობით ყრია კვერნაკის დასახლებაში. იმის მიუხედავად, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ნაგავსაყრელი, მოსახლეობა თავს არიდებს სამშენებლო ნარჩენების გადაყრისთვის დაწესებული თანხის გადახდას და ნაგავს ბუნებაში ყრის. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურმა ტერიტორიის დასუფთავება გორის მერიას დაავალა. ვინაიდან მერიამ ვერ უზრუნველყო მისი კუთვნილი ტერიტორიიდან სამშენებლო, ინერტული თუ სხვა მასალის დროულად გატანა, მუნიციპალიტეტი 500 ლარით დაჯარიმდა.

სანქციიდან ექვსი თვე გავიდა, თუმცა ტერიტორია ისევ დაბინძურებულია, რისი გარკვევაც ნინო ფისაძემ და მიხეილ ჯანეზაშვილმა სცადეს.