უკანონო დაკავება საოკუპაციო ხაზთან

რუსეთის საოკუპაციო ძალების მორიგი უკანონო ქმედება.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კოშკის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ინფორმაციის მიღებისთანავე, გააქტიურდა ცხელი ხაზი. ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.