უკვე მე-17 დღეა, ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაშია. ჯერჯერობით უცნობია, როდის მოხდება მისი გათავისუფლება. პროცესში ჩართულია „წითელი ჯვარი“ და საერთაშორისო თანამეგობრობა.
„წითელი ჯვრის“ წარმომადგენლები დღეს ისევ შეეცდებიან, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი საკანში მოინახულონ. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის კომუნიკაციების განყოფილების უფროსმა, მაია ქარდავამ აღნიშნა, რომ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა, ჯერ უცნობია, მიეცემათ თუ არა მათ ექიმის მონახულების უფლება.