რუსეთის მორიგი პროვოკაციული ქმედებები და საოკუპაციო რეჟიმის გეგმები, – რა მიზნით მიიტანეს სოფელ საბერიოსა და ფახულანს შორის არსებულ ე.წ. გამშვებ პუნქტთან დღეს ხის მორები.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია, კერძოდ მავთულხლართების შეცვლა და დამატებითი ინსტალაციების აღმართვა ხდება.
უკვე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და გააქტიურებულია ცხელი ხაზი.
ამ წუთისთვის ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანს შორის არსებულ მონაკვეთზე სიმშვიდეა.