ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ყოვლისმომცველი სანქციები დაუწესა ასობით კომპანიას რუსეთსა და მთელ ევროპაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში. საუბარია იმ კომპანიებზე, რომლებიც, ამერიკის შეერთებული შტატების ინფორმაციით, რუსეთისთვის სხვადასხვა პროდუქტისა და სერვისის მიწოდებაში არიან შემჩნეულები, „რაც რუსეთს ომის წარმოებასა და სანქციებისთვის თავის არიდებაში ეხმარება“. ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის მიერ დაწესებულ სანქციებს შორისა 60 რუსული ტექნოლოგიური და თავდაცვის კომპანია, მათ შორის სამი რუსული ფინანსურ-ტექნიკური კომპანია. ასევე სანქციები დაუწესდა თურქეთში, საფრანგეთსა და ჰონგ კონგში მდებარე კომპანიებს, რომლებიც მოქმედებენ, როგორც რუსეთში დაფუძნებული სამრეწველო-ტექნოლოგიური, სატრანსპორტო აღჭურვილობის საბითუმო დისტრიბუტორის და საბრძოლო მასალის შესყიდვის ქსელის მომწოდებლები. ასევე, გამოაშკარავებულია კომპანიების ქსელი, რომელიც რუსეთმა საკუთარი ჰაკერების დასახმარებლად შექმნა, რომლებიც, თავის მხრივ, ამერიკული სანქციების ქვეშ ჯერ კიდევ 2018 წელს მოხვდნენ.