დავით არახამიას განცხადება - გამოხმაურება თბილისში

აშშ-ის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესებას ეხმაურება უკრაინის ფრაქცია „ხალხის ხმის“ თავმჯდომარე დავით არახამია. „ბოლო გაფრთხილება შეერთებული შტატებიდან ქართველ ოლიგარქს ივანიშვილს. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. ოთხ ქართველ მოსამართლეს პირველად აშშ-მა კორუფციაში მონაწილეობისთვის სანქცია დაუწესა. ჩემი აზრით, ეს არის ბოლო გაფრთხილება ბიძინა ივანიშვილისთვის, რომელიც ყველა წითელ ხაზს კვეთს და უკანონოდ აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლებას. ჩვენ არაერთხელ გავაფრთხილეთ, რომ ეს კარგად არ დასრულდება. პირველ ჯერზე არ შეისმინეს. იმედია ახლა შეისმენენ. შეგახსენებთ, რომ ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია ივანიშვილის უშუალო ბიზნესგარემოს შესახებ, რომელიც თავისი სტრუქტურების საშუალებით რუსებს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ამ მიმართულებითაც შეიძლება ველოდოთ სიახლეებს“. – აცხადებს დავით არახამია. აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურნენ თბილისში.