ჯოზეფ ბორელის განცხადება

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირის 27 ქვეყნიდან, 26 ღაზაში დაუყოვნებლივ ჰუმანიტარულ პაუზას ითხოვს. ამის შესახებ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ განაცხადა. მან არ დაასახელა ქვეყანა, რომელიც არ დაეთანხმა წინადადებას, თუმცა, როგორც „როიტერი“ წერს, დიპლომატებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი განცხადება რამდენიმე დღის წინ უნგრეთმა დაბლოკა. ამასთან, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ევროკავშირი ამზადებს სანქციების ახალ პაკეტს რუსეთის წინააღმდეგ.