5-6 ივლისს განვითარებული მოვლენების შემდეგ, რა დროსაც აქციის მონაწილეებმა ევროკავშირის დროშა ორჯერ ჩამოხსნეს და დახიეს, პარლამენტმა სამართალდარღვევათა კოდექსში ახალი მუხლის დამატების გადაწყვეტილება მიიღო. ცვლილებით მომავალში პარტნიორი ქვეყნების, ასევე ნატო-სა და ევროკავშირის სიმბოლოების დაზიანება ჯარიმით და ორკვირიანი პატიმრობით დაისჯება.
ინიციატივა 5-6 ივლისის მოვლენების შემდეგ გამართულ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ გააჟღერა. მმართველ გუნდთან ერთად, პროექტის ინიციატორები არიან ოპოზიციონერი დეპუტატებიც. თუმცა პროექტის განხილვას დღეს ადამიანის უფლებათა კომიტეტზე კამათის გარეშე არ ჩაუვლია.
გიორგი კობერიძე გიამბობთ.