20 წლის ქართველი პიანისტი სანდრო გეგეჭკორი „მარია კანალსის“ პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა. გამარჯვებულის დიპლომთან ერთად, მას ფულადი ჯილდო, 25 ათასი ევრო გადაეცემა. „მარია კანალსის“ საერთაშორისო კონკურსი ბარსელონაში ჩატარდა. ფინალურ ტურში ქართველმა პიანისტმა კატალონიის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, ჩაიკოვსკის პირველი საფორტეპიანო კონცერტი დაუკრა.