ფესტივალი „ევროპალია-საქართველო“

ევროპალია-საქართველოს” ფარგლებში, ჰააგაში ცოტნე ზედგინიძისა და სანდრო გეგეჭკორის კონცერტი გაიმართა. ახალგაზრდა თაობის გამორჩეული ქართველი მუსიკოსები მსმენელის წინაშე ქალაქის ახალ ეკლესიაში წარდგნენ. ხელოვანებმა დასავლეთევროპელი და ქართველი კლასიკოსი კომპოზიტორების და საკუთარი საავტორო ნაწარმოებები შეასრულეს. ღონისძიებას კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი და ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დაესწრნენ.

ფესტივალი „ევროპალია საქართველო“ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება და ოთხი თვის განმავლობაში, ბელგიასა და მის მოსაზღვრე ქვეყნებში 60 ღონისძიებას აერთიანებს.