სანაგირის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. სარესტავრაციო სამუშაოები ითვალისწინებდა ეკლესიის სახურავის და სანიაღვრე არხის მოწყობას, ასევე ცენტრალური ნავის ზედა ნაწილისა და წმინდა ბარბარეს ეკლესიის სამხრეთ ფასადის მოპირკეთებას. შესრულებულ სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.