სან დიეგოს უნივერსიტეტი სასწავლო წლის დაწყებას აღნიშნავს

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალი სასწავლო წლის დაწყებას საზეიმო ცერემონიალით აღნიშნავს. ღონისძიებას საქართველოს პირველი პირები და აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ რუდი ესწრება.

სან დიეგოს უნივერსიტეტი 2015 წლიდან ფუნქციონირებს და ის სტუდენტებს საინჟინრო და ტექნოლოგიური მიმართულებით ამზადებს.

წელს სან დიეგოს უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე 230 სტუდენტი ჩაირიცხა.