აშშ-ს საელჩოს მილოცვა

საახალწლო მილოცვა გაავრცელა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში.

ვიდეო საელჩოს „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი და საელჩოს სხვა თანამშრომლები ასრულებენ გია ყანჩელის კომპოზიციას „ის აქ არის“.