ტურისტული ცენტრი რაბათი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ერონული ადმინისტრაციის ინიციატივით, სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია დაფუძნდება.

ახალციხეში, რაბათის ციხესიმაგრეში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილემ ელიზაბეთ რუდმა და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა სამცხე-ჯავახეთის ტურიზმის მართვის ორგანიზაციის სამომავლოდ დაფუძნების შესახებ ოფიციალურად განაცხადეს. მიზანი კი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ტურიზმის განვითარების მოდელის შექმნის ხელშეწყობა და მისი პოპულარიზაციაა.