ელიზაბეთ რუდის განცხადება

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავებაზე მიუთითებს. ელიზაბეთ რუდი ამბობს, რომ მემორანდუმი, რომელიც ვაშინგტონში სტრატეგიული პარტნიორობის შეხვედრის პარალელურად მიიღეს, კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ ვაჭრობისა და ეკონომიკური მიმართულებით ურთიერთობები კიდევ უფრო ეფექტური გახდეს. დიპლომატის განცხადებით, ამერიკას არა ერთი პროექტი აქვს იმისათვის, რომ საქართველოს ინკლუზიურ და მდგრად ეკონომიკურ ზრდას დაეხმაროს.